რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,ზურა ჯაფარიძეს დაუგინებია ფულის გამო კი არა,სააკაშვილთან იდეური შეუთავსებლობის გამო წავედი ნაციონალური მოძრაობიდანო.კაცი იყო პოლიტიკური მდივანი,ე.ი,თავად განსაზღვრავდა პოლიტიკურ კურსს და ერთხელ ვინმეს გაგიგიათ,რომ ოდესმე რაიმე ჩემგან განსხვავებული ეთქვას,ან კენჭისყრაზე მაინც დაეყენებინა რამე საკითხი მანამ,სანამ პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა? ამის ახსნა,სამწუხაროდ,ძალიან მარტივი და ბანალურია-პალიკო კუბლაშვილმა ჩაატარა მოლაპარაკებები,ხოლო სპონსორად და რამდენიმე მილიონის წყაროდ ივანიშვილის მითითებით მოევლინათ ზესტაფონის წიდის ერთერთი მფლობელი.რომელსაც მანამდე არ აძლევდნენ წილის გატანის უფლებას,სანამ პოლიტიკას კარგად დაფინანსებული "გირჩი" არ მოევლინა.

"იდეურ განსხვავებებს" ეგენი 3 მილიონ დოლარს უწოდებენ.ოღონდ,იცოდეთ ბიჭებო,ივანიშვილი ტყუილად არაფერს იძლევა და ესეც საგანგებოდ დოკუმენტირებული აქვს და როგორც მანაფორტის საქმეზე გახდა ყველაფერი ცნობილი უკრაინაში,ზუსტად ასევე სულ მალე დოკუმენტურად დადასტურდება ეს ფაქტები საქართველოშიც და მერე ძალიან შეგრცხვებათ." - წერს სააკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×