რეზონანსი
24.09.2018

 (რეზონანსი) ჟურნალი „ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„აქაც იყოს.

40 წელს რომ გადავცდი და სიბერეზე ფიქრი დავიწყე, მივხვდი რომ ჩემი საპენსიო ფონდის დანაზოგი აღარ გამაჩნია - ტაბულამ წაიღო და სწორიც ქნა, რომ წაიღო.

დავპანიკდი და იპოთეკური სესხით ვიყიდე პატარა ბინა აბაშიძეზე, რომელიც მამაჩემის დახმარებით გავარემონტე. მინდა გავაქირავო, სესხი ქირით დავფარო და როცა დავფარავ, მე მოვიხმარო.

იდეალურია ერთი ადამიანისთვის, ან წყვილისთვის.

აქვს დიდი საძინებელი, სამუშაო კუთხით (სასტუმროს executive room - ის შესაბამისი) და დიდი მისაღები (ფართი 90 მ). ყველაფრით მოწყობილია. ყველაფერი ახალი და უხმარია (ავეჯი, თეთრეული, ელექტრო მოწყობილობები, მხოლოდ სამეულია ნახმარი - ისიც, ახალი გადაკრული).

სასტიკად პრეტენზიული ვარ, როცა საქმე სახლის კომფორტს ეხება. ასევე ერთი ავტორიტარული თვისება მაქვს - რაც ჩემთვის არ მომწონს, იმას არც სხვას შევთავაზებ.

ამიტომ მენდეთ, რომ კარგია მარტივი და კომფორტული.

თუ დაგაინტერესებთ, მომწერეთ პირადად" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×