(რეზონანსი) რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ტაქსის მძღოლი დააკავეს, რომელიც მანქანაში ჩაძინებული 47 წლის ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ინციდენტი 22 სექტემბერს, დილით ადრე, მოხდა. 30 წლის ტაქსის მძღოლმა "აქამდე უცნობ, მანქანაში ჩაძინებულ, ქალთან ძალადობრივი სექსუალური აქტი განახორციელა". რის შემდეგაც, მძღოლმა მგზავრი მანქანიდან გადმოაგდო და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე