რეზონანსი
25.09.2018

 (რეზონანსი) მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი დიდ დიღომში დაღუპულ დიმიტრი ტატიშვილზე წერს. ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"ეს ბიჭი დიტო ტატიშვილია! გუშინ უპოვიათ გარდაცვლილი!

დაუჯერებელი ამბავია! ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით 3 წლის წინ, გადამეხვია, ჩამეხუტა, მეც ტატიშვილი ვარო, ვისაუბრეთ ბევრი.

ძალიან თბილი, წესიერი და დადებითი ადამიანი იყო. მას შემდეგ იშვიათად, მაგრამ ვკონტაქტობდით ხოლმე. 1 კვირის წინ დამირეკა, მის ახალ მაღაზიაზე მიყვებოდა, საუკეთესო განათების აქსესუარები მაქვს და თუ რამე დაგჭირდეს შენს გვერდით მიგულეო! ეს ის ბიჭია, ამ ზაფხულს, როცა ძალიან ცხელოდა, მისი უბნის ბავშვებს სიურპრიზად ბასეინი, რომ დაუდგა ეზოში! ნათელში იყოს მისი სული! ძალიან დამწყდა გული!"- წერს მომღერალი.

როგორც ტატიშვილის მეგობარი ყვება, მამაკაცს ერთი ჭრილობა, გულში აქვს მიყენებული. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

დიმიტრი ტატიშვილმა დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×