რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„კახა კალაძის განცხადებით, ორშაბათიდან, 1 ოქტომბრიდან, მძღოლებს ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების გაწევა აღარ შეეძლებათ. მისი თქმით, ამ ეტაპზე 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

სავარაუდოდ, ტაქსის საფასური მოიმატებს, "ლევი" ტაქსი ათასობითაა, იქნება პროტესტი, წიოკი, ოპოზიციის მორიგი, გნებავთ სამართლიანი, გნებავთ პოპულისტური კონტრარგუმენტები და ა.შ.

და როდის ხდება ეს? მოქოქილ წინასაარჩევნო პერიოდში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კალაძის და "პარტპიარშიკები" ან ვირტუალურ, მშრალ, თეორიულ სამყაროში ცხოვრობენ ანდა, არ მინდა დავიჯერო, საკუთარი პარტიის იმიჯდამცემლები არიან.

და რას ველოდებით? ამ ბოლო პერიოდში მომრავლებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ხელისუფლებისაგან. თუ პროტესტის მუხტი აიწევს, შესაძლოა, გადაავადონ (გავიხსენოთ თუნდაც ფინანსთა მინისტრ მაჭავარიანის ამბავი ხორბლის გადამზიდავ მძღოლებთან დაპირისპირებისა).

და რას გავიმეორებ კვლავ? მომრავლებული თვითდამაზიანებელი გადაწყვეტილებების ფონზე, ვადამდელი საპარლამენტოს კონტურები უფრო გამოკვეთილი ხდება..."- წერს გია აბაშიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×