რეზონანსი
26.09.2018

 (რეზონანსი) ქართულ-თურქულ ფილმში „ხიდი", რომლის რეჟისორიც ერეკლე ბადურაშივილია, მთავარ როლებს ნინი ბადურაშვილი და თურქი ვარსკვლავი ემრექ კიზილირმაკი ასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ნინი ბადურაშვილმა ჟურნალ „სარკესთან" დაადასტურა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნინი ბადურაშვილს პარტნიორობას ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი გაუწევდა, თუმცა როგორც ირკვევა მსახიობთან შეთანხმება ფინანსურ საკითხებზე ვერ მოხერხდა და ის ემრექ კიზილირმაკმა ჩაანაცვლა.

ემრექ კიზილირმაკი ფილმში ლაზი ბიჭის როლს ასრულებს, მისი შეყვარებულის როლში კი ნინი ბადურაშვილი იქნება. გადაღებები თბილისში, ბათუმში და სტამბოლში მიმდინარეობს.

ნინი ბადურაშვილის გარდა ფილმში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, მათ შორის ზურა ყიფშიძე, გიორგი გურგულია, ქეთევან კიკნაძე, კახა მიქიაშვილი, ზურაბ ცინცქალაძე, ლალი ბადურაშვილი. როგორც ნინი ბადურაშვილი აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა თურქ მსახიობებთან და სავარაუდოდ ფილმში ქართველი მაყურებლისთვის ბევრი ცნობილი თურქი მსახიობი გამოჩნდება.

"არავითარი ცრემლები და ტრაგედია! ეს იქნება მელოდრამა, დადებითი ემოციებით."- აცხადებს ნინი ბადურაშვილი ფილმთან დაკავშირებით.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×