(რეზონანსი) ბულინგის საწინააღმდეგო სოციალურ კამპანიის "ძლიერები არ ძალადობენ" ფარგლებში ქართველი სპორტსმენები სამი თვის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან. ცოტა ხნის წინ, გურამ კაშიამ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებშიც კამპანიის ფარგლებში მისი სამომავლო აქტივობებია აღწერილი.
„მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა. მაგ. მაიკა, ბუცი, გაცვლილი მაიკები, შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაიკების შოვნა. აუქციონზე დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს! პირადად მე ჩავერთვები. ერთი წლის მანძილზე შევეცდები 10 ჯერ მაინც მივიდე სკოლებში, კლასებში გავესაუბრო ინდივიდუალურად.
ჩემი აქტივობა - კლასთან, სკოლასთან გასაუბრება ჩემ სკოლის დროინდელ დროზე სადაც მეც ვიჩაგრებოდი! გამოცდილების გაზიარება. ჩემი იდეა - ჩემი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენის მისვლის შემდეგ დაიდოს პირობა! ჩემს და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება. მაგ: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი. ეს პირობა გაიკრას კლასში"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე