რეზონანსი
28.09.2018

 (რეზონანსი) "აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის კაცი, რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან", - ამ პოსტს საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს და განმარტავს, თუ რატომ უჭერს ის მხარს სალომე ზურაბიშვილს.

"ჟურნალისტები ასე კითხულობენ ხოლმე, რატომ სალომე ზურაბიშვილიო და როგორც მისი მხარდამჭერი მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო. არჩევანი ძალიან მარტივია! აქეთ არის ევროპა, იქით არის რუსეთი. აქეთ არის ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო, იქით არის "კაცი" რომელსაც ომის შემდეგაც კი, რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან. აქეთ არის ფრანგული დიპლომატიური სკოლა, იქით არის კგბ - ს სკოლა.

დაახლოებით ერთ პერიოდში სალომე ზურაბიშვილი რუსეთისგან დევნილი, ემიგრაციაში იზრდებოდა, ვაშაძე კი რუსეთში ალხიმოვის (საბჭოთა ბანკების გაერთიანების უფროსი) სიძეობაში ვაჟკაცდებოდა. აქეთ არის პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც უკავშირდება რუსეთის ბაზების გაყვანა, იქით არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს ბაზები დააბრუნა ბევრად დიდი მოცულობით, კიდევ უფრო ახლოს. აქეთ არის კანდიდატი, რომელიც არ ატყუებს ამომრჩეველს, იქით არიან კანდიდატები, რომლებიც ხალხს თავალში ნაცარს აყრიან", - წერს შაქარიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×