რეზონანსი
30.09.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს:

„ეს ვიტალი საფაროვის ფოტოა...

ვიტალი წუხელ მოკლეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, "ვარშავაში" - მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს !

მისი მეგობარი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და სიცოცხლისთვის იბრძვის !

წარმოიდგინეთ როგორ გაგულისდნენ ბოროტმოქმედები, რომ დღისით, მზისით დედაქალაქის ცენტრში, კამერების კონტროლის არეალში, სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს !

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სადმე ითქვა ამ ტრაგედიის შესახებ ? მხოლოდ ნარკოტიკების რეალიზატორების დაკავებებს რომ გვაჩვენებთ თქვენს ოფიციალურ გვერდებზე, ეს ინციდენტი შეიმჩნიეთ ?

საინტერესოა რა დონის პროფესიონალები იძიებენ აღნიშნულ საქმეს ?

ვიტალი არასამთავრობო ორგანიზაციებში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდა, მასთან ერთხელ გადავიკვეთე ( საქმიანი საუბარი მქონდა, მის მეგობართან და თანამშრომელთან აგიტ მირზოევთან რომელსაც შეხვედრაზე ვიტალი ახლდა )

Agit Mirzoev მოზიარე ვარ მწუხარების !

ვუსამძიმრებ ვიტალის ოჯახს და ახლობლებს !

აქვე, თუ შევხედავთ რომ ძალოვანი უწყებები ( გამოძიება ) უძლური აღმოჩნდება ამ საქმის ლოგიკურ ფინალამდე მიყვანაში, მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება !" - წერს ზაზა სვანაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×