რეზონანსი
04.10.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის თავმჯდომარე გიორგი გაბედავა ფეისბუქზე ოკუპანტების მიერ ქართველი ქალის მაია ოთინაშვილის გატაცებას ეხმაურება:

"ეხლა გავიგე, რომ მაია ოთინაშვილი გატაცებული ჰყავს ცხინვალის ე.წ. პოლიციას და იმყოფება ცხინვალის იმ ავადსახსენებელ იზოლატორში, სადაც არაერთი ქართველის სისხლია დაღვრილი. როგორც გავიგე მაია ოთინაშვილზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, რაც არის იმის მიზეზი, რომ მას არ გვიბრუნებენ! სანამ ცოცხალია ეს ადამიანი მანამდე ამოიღეთ ხმა ხალხო, მერე გლოვაში ვიცი, რომ ბადალი არ გყავთ, მე პირადად დავუკავშირდები ბატონ ზურა აბაშიძეს, თქვენ დარეკეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მე ემიგრაციაში ვარ და აქედან ვერ ვრეკავ მათთან. შეაწუხეთ ყველა სამინისტრო!", - წერს გაბედავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×