(რეზონანსი) ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება:
„ჩვენო მაგარო პოლიციელებო და სპეცსამსახურის თანამშრომლებო, შსს და სუსი არ გაუქმდება..... გიორგი ვაშაძის დღევანდელი განცხადება, როგორც მინიმუმ, არის წინდაუხედაობა და პოლიციელის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობა...
როგორც მაქსიმუმ, პოპულისტური ტყუილი და აფიორა!!
ჯერ რომ არსად მოსულხარ და უკვე 33 000 თანამშრომლის სახლში გაშვებაზე საუბრობ, რომელთა უმრავლესობას ბანკიდან სესხები აქვს და ამ ხელფასებით ძლივს გააქვთ თავი, ეს ხომ საერთოდ რა წინასაარჩევნო სტრატეგიაში ჯდება?! . ჩემი თუ არ გჯერათ, თქვენს ,,პიარშიკებს" დაეკითხეთ!! P.s.ისევ მესიჯით სადღესასწაულო მილოცვებს მიაწექი!!!" - წერს ეკა სეხნიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე