რეზონანსი
18.10.2018

 თბილისელი თამილა დევდარიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ჩემი შვილი მეშვიდე კლასშია. ის და მისი თანაკლასელები ასე ხედავენ დღევანდელ საქართველოს:

დაპყრობილი ქვეყანა, სიღარიბე, დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე, ენის დაკარგვის საფრთხე, ემიგრაცია, დაბალი ხელფასები, უმუშევრობა, გვაქვს და ვერ ვიყენებთ, დაცულები არ ვართ, არაადეკვატური პოლიტიკა, მდიდრები არ ფიქრობენ სხვებზე, უკანონო კანონები, არ ვიცით მოსმენა, სიზარმაცე...“ - აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაზეც ფიქრობენ და ღელავენ დღეს ჩვენი 12 წლის შვილები.

45 წუთი და ერთი დაფა არ გვეყო, ყველაფერი რომ ჩამოგვეთვალა და ყველაფერზე გველაპარაკაო. ნამდვილად არ მეგონა,რომ ჩემი შვილი ყველაფერ ამაზე ფიქრობდა და დარდობდა თავის მომავალზე...

გასაკვირია ის, რომ ბავშვები გაცილებით მეტს ხედავენ ვიდრე უფროსები, რომელნიც მართავენ დღეს ქვეყანას და გვიმტკიცებენ,რომ ყველაფერი კარგად არის..." - წერს თამილა დევდარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×