(რეზპონანსი) გიორგი ბაბუნაშვილს, რომელმაც საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახელით სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციაში ჩართვის შესახებ განაცხადა, სოციალური ქსელის მომხმარებელი გიგლა ხაბაზი გამოეხმაურა:
„შენ, გიორგი ბაბუნიშვილი, პატრულის თანამშრომელი აღარ ხარ 2014 წლიდან, იმიტომ რომ მოიხმარდი ნარკოტიკებს და შენ აუცილებლად უნდა მისცე ხმა გრიგოლ ვაშაძეს იმიტომ რომ კანდიდატი ამომრჩევლის სახეა!
შენ, პატრულიდან გაგდებული ნარკომანი ხარ შენი კანდიდატის სახე! ძალიან გული დამწყდებოდა რომ სალომესთვის მიგეცა ხმა!" - წერს გიგლა ხაბაზი.
აღსანიშნავია, რომ ბაბუნაშვილის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლებული იქნა ჯერ კიდევ 2014 წელს. როგორც შსს-ში აცხადებენ ის დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით , ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე