(რეზონანსი) "რომ არ ვიცოდე ირაკლი კობახიძის პირად ცხოვრებაში რაც ხდება, ჩავთვლიდი რომ ვუყვარვარ. ასე, არხი არ მაპიარებს" - ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:
ამას წინათ, გადაცემა იყო „რუსთავი 2"-ზე, „ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ტელევიზიაში. ერთ-ერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ნანა ჟორჟოლიანს მიჰყავდა გადაცემა და მან მოიწვია ეთერში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა. საქმე ეხება ამერიკელების მკვლელობას. სამი ადამიანი, ბავშვი და ცოლ-ქმარი მოკლეს ხადას ხეობაში. ნანა ჟორჟოლიანს ჰყავდა მიწვეული ბრალდებულის დედა და დასასრულს, მან ბრალდებულის დედას გამძლეობა უსურვა სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სახე." თქვა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე