ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ქრისტინე იმედაძე გადაცემაში დაბლოკი ჰყავს და ამის მიზეზი სულაც არ არის ჭორები ქრისტინესა და ირაკლი კოდუას რომანის შესახებ.
"ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. მისმა დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი (წყალბურთელი ზუკა სახელაშვილი). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და - თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდიუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ. ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მასაც არაფერი დაუშავებია."
წამყვანმა აღნიშნა, რომ "ნანუკას შოუს" პროდიუსერს, ზუკას დას თათა სახელაშვილსა და ქრისტინე იმედაძეს შორის კონფლიქტი მოხდა, მას არ სურს ახლობელ ადამიანს გული ატკინოს, ამის გამო არ იწვევს გადაცემაში ქრისტინე იმედაძეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე