(რეზონანსი) დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქებისას დაღუპული ნათია ციცვიძის მეგობარი თეო გიორგაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ეს ძალიან ლამაზი გოგო, ჩემი მეგობარი იყო... ეს ანგელოზები მისი შვილები არიან.... წლების წინ ერთად ვმუშაობდით.. გუშინ თურმე მის სახლში მომხდარა ის საშინელი აფეთქება...არ ვიცი ამ დროს რას ამბობენ...ყელში ბურთი მეჩხირება, ყველა მისი ღიმილი და საუბარი მიდგას თვალწინ.... როგორსაც ხედავთ სულ ასეთი მომღიმარი, კეთილი, თბილი და სიცოცხლით სავსე იყო. ერთი ტყუპისცალიც დედიკოს გაჰყვა იმქვეყნად...
აუცილებლად უნდა დაისაჯოს ადამიანები!! ვინც პასუხისმგებელია ამ დედა-შვილის სიცოცხლის ჩაქრობაზე!",- წერს თეო გიორგაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე