რეზონანსი
20.01.2019

 (რეზონანსი) პატიმრობაში მყოფ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს, რომელიც საზოგადოებამ "ნანუკას შოუდან" გაიცნო, შაბათ -კვირის ოჯახში გატარების უფლება აქვს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს კახა კახიშვილს.

"საერთოდ არ გაუბოროტებია ციხეს. ბევრად უფრო საინტერესოა, მწყობრი, ზუსტი ხედვით საკუთარ ცხოვრებაზე. აწონილი შეცდომებით და მადლიერი ყველასი. მხოლოდ საკუთარ თავს საყვედურობს. ასეთია ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი როსტო, რომელიც ციხიდან არ გამოსულა, თუმცა ახალი კანონი მას შაბათ-კვირას სახლში გატარების უფლებას აძლევს. კახა კახიშვილი - იმსახურებ ძალიან დიდ შექებას ამ კანონის გამო.

როსტოს დარჩა ერთი წელი, რაც ნიშნავს იმას რომ მალე უდო ეხება", - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 23 მარტს, ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა-შეძენისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რომელიც 5 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა განიხილა და რეალური სასჯელის ვადად 3 წელი განესაზღვრა, ხოლო პირობით სასჯელად - 4 წელ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×