(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
„პატრიარქი
მერამდენედ მხვდება ილია მეორეს უშვერი გინება..
თავიდან არ ვტოვებდი უპასუხოდ, მაგრამ რა აუვა ამდენი ვირს.
კაგებეშნიკიო! შევარდნაძე ჯაბა კიტოვანი დალოცა, გვერდით ედგაო,
არაფერი იღონა მათ წინააღმდეგ და მთავარი -
გამსახურდიას გვერდით არ დაუდგაო.
1991-92 წებში პატრიარქს რა თქმა უნდა, ჯქონდა ავტორიტეტი, მაგრამ დღევანდელთან შედარებაც არაა.
მისი ავტორიტეტი მხარდამჭერთა და მოყვარეთა რიცხვშია!
ამ რიცხვის უმრავლესობა მორწმუნეა და ეკლესიაში, რწმენაში მეტნაკლებად მობრუნებული.
კარგად გაიხსენეთ, რამდენი იყო მაშინ და რამდენია დღეს მრევლი, ანუ მისი ჯარისკაცი!
ბოლო წლებია, 90%-ს მუდმივად აჭარბებს ილია მეორის რეიტინგი და იმ შავბნელ დროს კი არა, რამოდენიმე წლის უკან მისი საჭეთმყრობელობიდან ჩამოშორების რამდენი მცდელობა იყო? მოწამვლიდან დაწყებული, სოროსის ჭინკების ინტრიგებით დამთავრებული?
ან რამდენი უარამზადესი მეუფეა დღეს სინოდში მის ადგილზე რომ დაასკუპებენ მონდომებულები??
რამდენი აღმოჩნდა პოტომაკის ნაპირებზე დაჭედილი??
დღესაც უმძიმესი სიტუაციაა სინოდში და რომ არა, ილია მეორის ვეებერთელა ავტორიტეტი სოროსის სურათი ეკიდებოდა სამებაში.
ან ახლანდელი ციანიდის საქმე გაიხსენეთ ! მოწამვლის თუ არა, გადაგდების მცდელობა ნამდვილად იკვეთება და რა ძალების გულშია ილია მეორის შეცვლა, ესეც ვიცით.
ხოდა, თქვე ჭკვიანებო,
იმ არეულ დროს რომ ილია მეორე ან შევარდნაძის ან ჯაბას ან კიტოვანის წინააღმდეგ წასულიყო, რა მოხდებოდა??
მაშინ მასზე გაცილებით მეტ რეიტინგიანი გამსახურდია ჩამოაგდეს, მოკლეს და ილია მეორეზე ხელს ვერ აწევდნენ?
უარეს კი არა, საშინელ კანდიდატურას დააყენებდნენ მის მაგიერ და დღეს დარწმუნებულები ხართ, რომ ღმერთისაკენ მთლიანად თუ ნაწილობრივ შემობრუნებული ამხელა მრევლი და ასე ძლიერი ეკლესია გვეყოლებოდა?
ზოგს არც მოწონს ეს სიძლიერე და ჯიპებზე თუ სხვა ცოდვებზე საუბრობს..
დიახ, მეც ვიცი მაგრამ ამის გამო გუმბათები მოვხადოთ ეკლესიებს თუ დასავლეთის ალი კვალზე სამუზეუმო ექსპონატებად ვაქციოთ და კულტურულ სანახაობრივ ნაგებობებად??
ეგებ იმას ვეცადოთ სახელმწიფომ არ უფათუროს სპეცხელები და უმაღლესი იერარქების ღირსეულმა ნაწილმა გარდატეხოს სიტუაცია უკეთესობისაკენ
საერო ხელისუფლებებს რაც უზნეობა ომები კაცისკვლა და საშინელებები აქვთ ჩადენილი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, ამიტომ გავაუქმოთ სახელმწიფოებრივი წყობები??
თუ გამსახურდიას მონანიება ეროვნული მოძრაობის გადასარჩენად იყო ხარკმიცემული, ილია მეორის საქციელებს რატომ ვერ აძლევთ ასეთ ახსნას??
მით უმეტეს, გამსახურდიას მერე სამოქალაქო ომი გახლეჩილი ქვეყანა დარჩა და გამარჯვებული, გარეწარი შევარდნაძე.
ხოლო პატრიარქის მერე კვლავ აღმდგარი ქრისტე დარჩება საქართველოში!
კი, თავისი დიდი პრობლემებით, მაგრამ ავაზაკი მეუფეები რომ საერო სპეცების შედენილია ეკლესიაში, ეჭვი არის ამაზე??
ხელისშემშლელები ესენი რომ არიან არ ვიცით?
თუ ვინმე ფიქრობს ილია მეორეს და მის ერთგულ მეუფეებს სალანძღავი საპატრიარქო უნდათ?
რა ჩემი სიქიმი უნდათ ან ვაშინგტონში ან მოსკოვში მისი ნების გარეშე? თუმცა 15 მეუფე ერთად არავის უნახია მოსკოვში
იერუსალიმია თუ ათონი ან ერთი ან მეორე?
მოკლედ თუ ილია მეორე იმ შავბნელ დროს არ მოქცეულა როგორც ადამიანი ან მღვდელი სწორად.
სამაგიეროდ, როგორც პოლიტიკოსი დიპლომატი და შორმხედველი ერისკაცი თითქმის ასიანი მოიქცა.
დიახ, რადგან დიპლომატი არ ჰყავდა და არც ყოლია ქვეყანას მაგაზე დიდი.
მოუწია დიპლომატობა და ეს მასში მღვდლის ჩაჩოჩების გარეშე არ და ვერ გამოვიდოდა!!!
შევარდნაძისს ინტრიგანობა, კარიერიზმი და გველაძუობა ისევეა დიდი პოლიტიკოსობა, რავაც ბიძოს ინტელექტუალობაა ვირეშმაკობა!
დიახ, მოინელა ყველა და დღეს ფეხზე დგას მისი ნაღვაწი.
არ მოაკლევინა თავი და სხვასთან შედარებით შედეგმა გაამართლა მისი ნაბიჯები!
არც გასაქცევად დარჩენია საქმე და მისი სფეროც გააძლიერა, განამტკიცა, როგორც ინსტიტუცია ასევე ადამიანების გულებშიც!!
არც 90% ნდობა ჩამოუვა იმ დონეზე, დამცველები რომ ვერ შეკრიბოს სამყოფი!
დღეს მილიონი მივა მის ერთ დაძახილზე და გაბედონ ალყის დარტყმა და ქვემეხების მიყენება!
არც ავტობუსებით დაჭირდება გაქცევა და ვერანაირი ხაინდრავები ვერ დაუშენენ ტყვიას.
არ მიუყვანია აქამდე საქმე..
ასეა ეს!!
არც მოაგებინა პუჩტისტებს და არც დააქცევინა ეკლესია!!
ჭკუით და დიპლომატიით მოუგო ! იმ დიპლომატიით ზუსტადაც მტერს რომ უღიმის და დროს ელის!
რომ არა ეკლესია აქამდე გადაჯეგავდნენ ქვეყანას სოროსის ჭინკები!!
დღეს ასეთ დონეზე გაძლიერებული ინსტიტუციიდან გამომავალი უკვე შეიძლება მის გაწმენდაზე ფიქრი და იმ როლის შესრულებაზე გადაერთოს სრულიად რასაც საქართველოს გადარჩენის ისტორია და ქართული
მართლმადებელი ეკლესიის მისია ქვია!
ამას ხელის შეწყობა უნდა და არა მარტო ლანძღვა გინდ კრიტიკა!
კარგად მესმის, რომ 1978 წელს კაგებეს და პარტიისათვის მიუღებელი პირი ვერ გახდებოდა პატრიარქი, მაგრამ მეზვერე გახდა მოციქული და ავაზაკი შევიდა პირველი სამოთხეში.
მე შედეგს ვუყურებ და ამით ვაფასებ.
მან კი გაიმარჯვა
სადაა შევი ჯაბა კიტოვანი ?
ან სადაა საცოდავი გამსახურდია და მისი სურვილები ?
ან მიშა? მოსახლეობის ერთ ნახევარს რომ ძულს და მეორე კიდე დაავადმყოფა
ან მარგველა ვიღას ახსოვს! ?
ან გაძარცვული და უშარავანდედო ბიძინა ვის უნდა? ან ვის უნდა ფულის გარეშე? ვინ ენდობა?
ხოლო ილია მეორე ძლიერი ეკლესიის მეთაურია და 90% რეიტინგის მქონე ერის სულიერი ლიდერი!!
გამარჯვებულია!!
მისი შედეგებით უკვეა დიდი კაცი და პატრიარქი!
დანარჩენი მისმა მოსაყდრემ დაასრულოს!
თქვენი გინება კი ვერაფერს დააკლებს!!
თქვენ ამით იმ 90% ადამიანსაც აგინებთ ვინც ენდობა და უყვარს პატრიარქი!
გერმანიაში რატომ დადის სამკურნალოდო?? არა ბიჭო მოკვდება და გაგახარებთ!
დიდხანს სიცოცხლე საქართველოს უჭკვიანეს კაცს!" - წერს ლევან ადეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე