(რეზონანსი) სოციალურ ქსელში მანანა კვენეტაძე ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ 18 წლის ლაშა კობახიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"თბილისში დაღუპულ 7 ახალგაზრდა კაცს შორის, ყველაზე პატარა, 18 წლის ლაშა კობახიძეა. ზესტაფონიდან ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვიდა დედაქალაქში. უკან კი, ვეღარასოდეს დაბრუნდება.
მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ რა ბედენაა? კარგად შეხედეთ, დააკვირდით ვისზე? ვის შვილზე ნაკლებია? აღნაგობით, ჩაცმის კულტურით, დგომა- გამოხედვით, ნამდვილი "პრინცი"! ზნეობა - პასუხისმგებლობა რომ მაღალი და შესაშური ჰქონდა ამას, პატარა ასაკიდან ოჯახის სარჩენად, შესაშველებლად მისგან აღებული ვალდებულებაც ადასტურებს.
ვინ მოთვლის, რამდენი ოცნება და ფიქრი მოუკლა, გაუნადგურა სამშობლომ რომლისგანაც ბევრს არაფერს ითხოვდა? - მომეცით საშუალება ვიშრომო- ოფლი ვღვარო, ვისწავლო, ღამეები ვათენო, ოჯახსაც გამოვადგე და სამშობლოსაცო!
ლაშა, არ დაიდარდო, იქნებ დღეს, აქაურ მიწიერ ცხოვრებას, შენი ზეციური სჯობს! უცოდველს, უფალი მიგიღებს და გიპატრონებს!" - წერს მანანა კვენეტაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე