ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ჩინური კალენდრის მიხედვით ტახის წელიწადის დადგომას ეხმიანება:
"5 თებერვალს იწყება ყვითელი ტახის წელიწადი! როგორც არასდროს, ისე ველოდები წლის მბრძანებლის შეცვლას, რადგან ტახის წელი ბევრად მშვიდ, კეთილ, ბარაქიან წლად მიიჩნევა. შეიცვლება ენერგეტიკა სამყაროში და ყველანი ამოვისუნთქებთ. ნაკლები ვირუსები, უბედური შემთხვევებია მოსალოდნელი, თუმცა, მაინც გაითვალისწინეთ, რომ მზე გადის მერწყულის ნიშანს და აქვეა ე.წ. შავი მთვარე, ლილიტიც, ამიტომ გაზის, აირების მიმართ ყურადღების მოდუნება არ ივარგებს. სიფრთხილე გამოიჩინეთ ყველამ მინიმუმ 22 რიცხვამდე, უკეთესია 3 მაისამდე, სანამ ლილიტი არ დატოვებს მერწყულის ნიშანს.
ჩინური ახალი წლის დადგომამდე მოაწესრიგეთ სახლი… გაიტანეთ ყველაფერი დრომოჭმული, უსარგებლო, გაფუჭებული, გაბზარული ნივთი. ანუ გაასუფთავეთ სახლის ენერგეტიკა ყოველგვარი დამანგრეველი, ნეგატიური ვიბრაციებისგან.
სახლი მორთეთ ყვითელ-ოქროსფერ ფერთა გამაში, სუფრაც იგივე ფერის ჭურჭლით ან იმ ფერი აქსესუარებით გააწყვეთ (თუნდაც ხელსახოცი იყოს).
აუცილებელია ხის და თიხის ელემენტი იყოს ინტერიერში, ასევე, ცოცხალი ყვავილები, ხის ტოტები (საუკეთესოა მანდარინის, ნაძვის, ატმის ტოტები). ბევრი არაფერი დაგჭირდებათ სუფრაზე – საკმარისი იქნება მანდარინი და ფორთოხალი, ხილი, ტკბილეული, ვისაც რისი სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ. თუ თქვენ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით, შეგიძლიათ გოჭუნასთვისაც მოაზადოთ რამე – წყლიანი თასი, მარცვლეული, რკო, ბურღულეული, წაბლი, მწვანილი და სხვ. აუცილებლად იქონიეთ სუფრაზე და ჯიბეებშიც რაიმე სახის კუპიურა!
შეგიძლიათ დაანთოთ ყვითელი ან ოქროსფერი სანთლები და აუცილებელია, ჩამოწეროთ 2019 წლის სამოქმედო გეგმა, რა გსურთ, რომ მოხდეს ამ წელს. შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტად რეალური სურვილები გაწეროთ და გვერდით სურვილის ასრულების ვადა მიაწერეთ. მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მიუდექით ამ საკითხს. მთავარი, მაინც ჩვენი განწყობა, ჩვენი პოზიტიური მოლოდინია!" - წერს ასტროლოგი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე