
იტალიაში მცხოვრები, ულამაზესი ქართველი ნინო ყვავაძე ყვება საოცარ ისტორიას თუ როგორ დაუმეგობრდა ტაილანდში ვეფხვებს:
"უკვე რამდენიმე წელიწადია იტალიაში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ეს ყველაფერი ტაილანდში მოგზაურობის დროს, ქალაქ ჰუა-ჰინში დაიწყო. გვითხრეს, რომ ცხოველების ზოოპარკი აუცილებლად უნდა გვენახა. ყველა ქალაქს თავისი ზოოპარკი აქვს, მოთვინიერებული ცხოველებით. ზოოპარკში რომ შევედით ვიკითხეთ, თუ იყო შესაძლებელი გალიაში შესვლა და ცხოველების შეხება, მოფერება. ნანახით აღფრთოვანებული დავრჩით: ეს ამხელა ვეფხვები საცოდავად იყვნენ წამოწოლილები.
შესვლის მომენტში იყო შიში, მაგრამ მერე გამიქრა. ადამიანზეა დამოუკიდებელი, ზოგი გალიის მიღმა ეფერებოდა. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ცხოველები, თუმცა არასდროს მქონია ასეთი ახლო კონტაქტი, განსაკუთრებით ვეფხვებთან. მაინც ადვილად გადავლახე ბარიერი! ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. შემდეგ ბევრჯერ ვიყავი მისული, მაგრამ ზოგჯერ იყო ფოტოების გადაღების საშუალება და ზოგჯერ - არა. იქ იყო ერთი, თვეების, უსაყვარლესი ბოკვერი. სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ და ბევრჯერაც ამ ბოკვერს. ვეფხვებს რომ ვეფერებოდი, თვითონაც გრძნობდნენ და თავიანთი ჟესტებით გამოხატავდნენ სიყვარულს..." - განუცხადა "ამბებს" ნინო ყვავაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე