რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ბელგიის ქალაქ ლიეჟის შემდეგ ემიგრანტებთან შეხვედრას 3 მარტს, იტალიაში გეგმავს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ლიეჟში „პირველი ისტორიული კონგრესი შედგა იმ გაგებით, რომ მისი ჩაშლა ვერ მოხერხდა".

"იტალიაში 3 მარტს ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ. იქ გამოვიყვანთ ჩვენი ემიგრაციის ვარსკვლავებს, მათ ვალაპარაკებთ და ამჯერად მხოლოდ მე აღარ ვილაპარაკებ. მათ ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება ლიეჟში. უბრალოდ, ხელი შეგვიშალეს ასეთ ფართო ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ჯერ ერთი, ნახეთ, რა ხალხი მოიყვანეს ლიეჟში, რას ჰგავდნენ. მწვადები დაურიგეს, მერე ეს მწვადები დაყარეს იმ კონგრესის ჰოლში, მერე პლაკატები დახიეს, უკაცრავად და ქალთა საპირფარეშოში ჩასაფრებული იყო რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე, იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ქართლოსს, ჩემს პაროდისტს. იქიდან გამოსულმა რამდენიმე მოჭიდავემ კიბიდან დააგორა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, იტალიაში „ბარდაგს" ვერავინ მოაწყობს და „პოლიციას ბორკილდადებულებს ჩააბარებენ ყველას, ვინც შეეცდება მშვიდობიან მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას".

"ჩვენ მაინც ჩავატარებთ სერიოზულ დისკუსიას, ისინი არიან დაბოღმილი და დაკომპლექსებული ავადმყოფები და ჩვენ გვყავს ნათელი, გონებაგახსნილი, ჭკვიანი, ინტელექტუალური, წარმატებული ადამიანები.

ამ საქართველოს, ასლანის ბაბუინების ახალი ნაირსახეობა, ივანიშვილის გორილები, მოჭიდავეების და უბედურების, ბრტყელთავიანი და ბრტყელყურებიანი სიმახინჯეების, კვიციანების და ინაშვილების რაღაც ბუკეტი, სრული სანაგვედან ამოთხრილი ჭაობის ბინადრების, ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ჩვენი ამოცანა არის სწორი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ დამაკნინებელ ტერმინოლოგიას, ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

"აუ, აუ, ეს ამ მოჭიდავეებს კიდევ არ ეშვება და ერთხელაც იქნება დაგიბრტყელებენ მაგ ყურებს!" - დაწერა ლეფსვერიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე, მოგვიანებით კი ჟურნალისტმა მას

"ბოღმა რევანშისტი!" უწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×