რეზონანსი
13.02.2019

 (რეზონანსი) "მე ვარ ძალიან მკაცრი დედა. ბავშვებს ჩემი შიშიც აქვთ და რიდიც... კახასთვის (კალაძე) ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელი და კარგი ადამიანები გავზარდოთ", - ამის შესახებ დიზაინერმა, თბილისის მერის კახა კალაძის მეულემ, ანუკი არეშიძემ, გადაცემაში "სთორი" მისი ოჯახის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

"მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც - "აიფონები" და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით... ამას არ აპტროტესტებენ, პირიქით... ადრე, 8 საათზე ბავშვებს უკვე ვაწვენ და ვაძინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მინიმუმ 11 საათიანი ციკლი მაინც შეასრულონ, 12 არის იდეალური. დილით ძალიან ადრე დგებიან, რადგან წყნეთიდან -დიდ დიღომში დადიან სკოლაში, სადღაც 40 წუთი არიან გზაში. აქედან გამომდინარე, ადრე წვებიან, არც ამას მიპროტესტებენ, პირიქით...", - აღნიშნა ანუკი არეშიძემ თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში, გადაცემაში "სთორი".

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×