რეზონანსი
14.02.2019

 დიზაინერი, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე აპირებს, ქველმოქმედებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს.

"საზოგადოებისგან წამოვიდა კრიტიკა, რომ მაქსიმალურად ჩავერთო ქველმოქმედებაში. გაკეთებული მაქვს პროექტი, რომელზეც ბევრმა ადამიანმა იმუშავდა, მინდა ძალიან სწორი ხაზით წავიდე. საბოლოოდ გავაკეთებ ამ ფონდის პრეზენტაციას, რომელიც ძირითადად მოიცავს ბავშვების განათლებას, მომავალ თაობებს მივცეთ მეორადი პროფესიები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მომავლისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ბავშვები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები....კიდევ ბევრი მიმართულებებია.იმის მიუხედავად, რომ ჩემი ოჯახი ყოველთვის ცდილობს ყველას დაეხმაროს, მაინც უფრო მეტს ითხოვენ ხოლმე პოლიტიკოსის მეუღლისგან. ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ ამიტომაც არა, შინაგანმა სულიერმა სამყარომაც, მეორემ მე-მაც მომთხოვა, ეს გავაკეთო“, - განაცხადა ანუკი არეშიძემ თათია შარანგიას გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×