რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) დიდ ბრიტანეთში აკრძალული, ავტომობილის „მკვლელი" საბავშვო სავარძლები ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე მინიმალურ ფასად იყიდებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

სამომხმარებლო ჯგუფმა განაცხადა, რომ საბავშვო სავარძელი, რომელიც 8 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა ონლაინ პლატფორმებზე არანაირი დამცავი მექანიზმით არ იყო აღჭურვილი. შესაბამისად ბავშვი მგზავრობისას შესაძლო ავტოკატასტროფისგან გამოწვეული შედეგებისგან დაცული არ იყო.

ონლაინ სავაჭრო პლატფორმები - Amazon-ი, eBay და AliExpress-ი აცხადებენ, რომ პროდუქტი თავიანთი პლატფორმებიდან უკვე წაშალეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×