რეზონანსი
21.02.2019

 ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სექსუალური განათლების ახალ პროპაგანდას სპეციალური მიმართვით ეხმიანება:

"გუშინ ერთ ტელეარხზე (მიხვედრა არ გაგიჭირდებათ) ნამდვილად იყო სამყაროს აღსასრულის მოახლოების ნიშნები. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ რამდენიმე ატეხილი ცდილობდა საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენმა შვილებმა პატარა ასაკიდანვე უნდა ისწავლონ სექსოლოგია და ორგანოების დეეეეეტალური აღწერილობა და “ამბები” თორემ გაუნათლებელი და ჩამორჩენილი თაობა გვეყალებაო. სად და რა ისწავლეთ ასეთი. თქვე უბედურებოოოო, საკუთარ სივრცეში საკუთარი შვილები გაანათლეთ, გნებავთ საკუთარი ორგანოები აჩვენეთ საილუსტრაციოდ, ჩვენს შვილებზე ჩვენ და იმედია, ქვეყანა იზრუნებს…

ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, რომლის პირად ცხოვრებაზე ლეგენდები დადიოდა, მერე მოვიდა პრეზიდენტი, რომელიც მდიდარი სექსუალური ცხოვრებით "გვეტრაბახებოდა", ქვეყანას ჰყავდა განათლების მინისტრი, ქართული ზღაპრის გმირებს დასდევდა და ამუნათებდა, იმედია, ახლა მაინც გვეყოლება ამ ქვეყნის შესაფერისი ხელისუფლება, რომელიც განათლების სწორ პოლიტიკას შესთავაზებს მომავალ თაობას, თორემ წაიქცა აბრაამის მუხა და ეგააა!" – წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×