88 წლის მხატვარი, ალექსანდრე (შურა) ციხელაშვილი სალამურზე უკრავს, მღერის, დიდი ხანია, იოგითაა დაკავებული, მოგზაურობს… კითხვაძე, ბოლოს მაღალმა წნევამ როდის შეგაწუხათო, პასუხობს, ეგ რა არის, საერთოდ არ ვიციო.
"40 წლისაც არ ვიყავი და მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა, მემოქმედა. დავიწყე იოგის ბროშურის მიხედვით ვარჯიში და ნელ-ნელა შედეგიც მივიღე. ვიგრძენი სილაღე, ხატვის დროს ტკივილები მომეხსნა. დღეს შემიძლია ვიტრაბახო: ჩემი ასაკის ხალხს უჭირთ სიარული, ნაწილი დიდი ხანია, ამქვეყნადაც აღარ არის. წამალი საერთოდ არ მიმიღია და არც ექიმთან ვყოფილვარ. შემიძლია, ყინვაში წყალში ჩავხტე და ამოვიდე, არ გავცივდები.
ვარჯიშს არანაირი შედეგი არ ექნება, თუ კვებისა და ძილის რეჟიმიც არ იქნება მოწესრიგებული. არასწორი კვების შედეგად ხდება ადამიანი ავად. ზომიერება უნდა დავიცვათ. ავადმყოფობა მგელი არ არის, რომ შემოგივარდეს, მას ჩვენ ვუწყობთ ხელს და შეგვიძლია თავის განკურნებაც. ამ ასაკში შემიძლია წავიდე მთაში, წავიღო წყალი და ეს საკმარისია. წლების განმავლობაში უკვე ვიცი ჩემი კვების რაციონის ზომა-წონა, ასეთ ცხოვრებას ეჩვევი და ფაქტობრივად, შენი ორგანიზმის მბრძანებელი ხდები. დღეს რომ ვხატავ, ვერანაირ დაღლას ვერ ვგრძნობ, პირიქით, მედიტაციას განვიცდი. ზოგჯერ ქეიფიც მიწევს და ნაბახუსებზე არ ვვარჯიშობ, ორგანიზმს 2-3 დღე ვასვენებ, ეს აუცილებელია და მერე ისევ ჩვეულ რეჟიმში ვდგები" - აცხადებს "გზასთან" მხატვარი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე