(რეზონანსი) თბილისში, სამარშრუტო ტაქსიში ინციდენტი მოხდა. როგორც "პალიტრავიდეოს" თვითმხილველი უყვება, მძღოლის უკმაყოფილება მგზავრთა მიერ ბარათით გადახდის აპარატით სარგებლობას მოჰყვა.
"მძღოლი თითქმის ყველა მგზავრს, რომელიც მგზავრობის ღირებულებას არა ნაღდი ფულით, არამედ ბარათით იხდიდა, ჩასვლის შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდა, იგინებოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ კი მან გამოგლიჯა ბარათით გადახდის აპარატი, რათა დაზიანების შემდეგ მგზავრებს მხოლოდ ნაღდი ფულით გადაეხადათ მისთვის", - უყვება თვითმხილველი "პალიტრავიდეოს". ფოტოფაქტები, რომლებიც ვიდეოში ნახეთ, "პალიტრავიდეოს" ამავე თვითმხილველმა მიაწოდა.
"პალიტრავიდეო"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე