რეზონანსი
17.03.2019

 დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გადაცემა „სიმართლის დეტექტორში“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, სიყვარულის ისტორია ოჯახის შექმნის შემდეგ დაიწყო:

"მანამდე მე სიზმარი ვნახე, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე. ეს ვნახე ქუთაისში ჩემი მეგობრის სახლში. მერე სოხუმში ჩემი უახლოესი ადამიანების ოჯახში ვიყავი, სადაც სურათი ვნახე. პირდაპირ ვუთხარი, ეს არის ჩემი მომავალი მეუღლე-თქო და მაშინ იყო მერვე კლასში. მე 27 წლის ვიყავი. მერე რუსეთში წავედი. რომ ჩამოვედი, ისევ იმ ოჯახში ვიყავი, მოვიდა საშუალო დამთავრებული, უკვე პირველ კურსზე მოწყობილი. ის ცხრამეტის იყო, მე კი თერთმეტი წლით უფროსი ვიყავი. დაქორწინება მოხდა, მოვიტაცე ქართული წესით", - გაიხსენა პირველი ოჯახის შექმნა კვიციანმა და ჟურნალისტის კითხვაზე, რა გახდა დაშორების მიზეზი, მოკლედ უპასუხა: „ეს კითხვა გავატაროთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×