რეზონანსი
17.03.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ხურვალეთში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლის შესახებ ეხმაურება.

"ცოტა ხნის წინ ავიარე ლესელიძეზე და უამრავი რუსი დავინახე. ნიღბებიც არ ეკეთათ, პირდაპირ ღიად შედიოდნენ სახაჭაპურეებში, სუვენირების მაღაზიებში. შემდეგ ხელში ჩურჩხელები და სტალინის ფიგურები ეკავათ. მათი ქალთა სპეც-ბატალიონი, ქართველ ბიჭებს თვალებს უჟუჟუნებდნენ! ქაცარავა გვიშველე რამე! გირჩო ჯაფარიძე, მოიყვანე შენი გუნდი და ჩაიხადეთ, თორე წაგვართვეს ლესელიძის ქუჩა!"-წერს გია გაბრიჭიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×