(რეზონანსი) ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საბჭოთა კავშირის დროს სკოლებში მიღებული იყო სტანდარტი, რომ უნდა ყოფილიყავი მაღალი, ძლიერი, ტანადი... მე არ ვიყავი ასეთი და ამიტომ ყოველთვის ვიყავი დაჩაგრული..." (თეა წ უ ლ უ კ ი ა ნ ი)
ერთი, კაცურად, რომელს გახსოვთ ასეთი "სტანდარტები" საბჭოთა სკოლაში? დაბალ ბავშვებს "ვინ გვარცხვენს" დაფაზე აკრავდნენ თუ რაფერ იყო მაგი ამბავი?
ისო კიდეო - "საჭმელს რომ მაჭმევდნენ, ზედ საბჭოთა აფთიაქში ნაყიდ კალცს მაყოლებინებდნენო..."
ბიჯოოოო! კალცი არის კარგი! და მას საბჭოთა აფთიაქში იყიდი თუ კაპიტალისტურშ ი რა განსხვავებაა? ოღონდ კი "საბჭოთა" ახსენონ და როგორმე დააფიქსირონ, რომ "ანტისაბჭოელები" არიან და მოკლედ სად აღარ თხრიან და აკვეხებენ ამ სიტყვას რა!
ისე კი, წულუკიანის მამა ძალიან ცნობილი და როგორცამბობენ დაუნდობელი საბჭოთა პროკურორი იყო!
რა ფენომენია ეს, რომ იმ "საბჭოთა სიბნელეში" ვინც ყველაზე მეტი "იგულავა" იმათი შვილები ყველაზე მეტად რომ ლანძღავენ იმ დროს და იმ ქვეყანას?
ესე იგი, საბჭოთა კავშირში ყველა და ყველაფერი ცუდი იყო ამათი მამების გარდა..."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე