(რეზონანსი) გინეკოლოგს, რომელიც მისი 48 პაციენტის შვილის მამა აღმოჩნდა, ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ მისი შვილების უკმაყოფილება გამოიწვია.
1970-იანი წლების დასაწყისიდან დონალდ კლაინი პაციენტების განაყოფიერებისთვის საკუთარ სპერმას იყენებდა.
ექიმი ქალებს ეუბნებოდა, რომ სპერმას საავადმყოფოს თანამშრომლები აბარებდნენ. სპერმობანკის არ არსებობის პირობებში კლაინი ქალებს არწმუნებდა, რომ ერთი ადამიანის სპერმის გამოყენება მხოლოდ სამჯერ შეეძლო.
გინეკოლოგის საიდუმლოს ფარდა ამერიკელმა ქალმა ჯეიკობ ბალარდმა ახადა, მან ერთ-ერთ ფორუმზე ვიზუალურად მსგავსი ადამიანი აღმოაჩინა. მათი ნათესაური კავშირი დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა.
გენეოლოგიური საიტის დახმარებით, გოგოებმა დებს და ძმებსაც მიაგნეს. 2017 წლისთვის კლაინის შვილების რაოდენობა, რომლებმაც დნმ-ის ანალიზი გაიკეთეს 48-მდე ავიდა
"პრაიმტაიმი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე