"ფეისბუქის" "მესენჯერს" ციტირებული პასუხის ფუნქცია დაემატა. ახალი ფუნქცია საშუალებას იძლევა, სასაუბროში კონკრეტულ შეტყობინებას პასუხი დაუბრუნოთ. აღნიშნული განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, თქვენს მეგობრებთან ერთად, საერთო სასაუბროში რამდენიმე თემას განიხილავთ. იმისათვის, რომ აღნიშნული ფუნქციით ისარგებლოთ, საჭიროა, თქვენთვის სასურველი შეტყობინების გვერდით არსებულ reply-ს ნიშანს დააჭიროთ, აკრიფოთ ტექსტი და გააგზავნოთ. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, აღმოიფხვრება გაუგებრობა, თუ რომელ შეტყობინებას ეხებოდა ესა თუ ის პასუხი.
ცნობისათვის, ეს ფუნქცია Whatsapp-საც აქვს. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია ანდროიდ- და iOS სისტემებზე.
(კვირა+)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე