რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) დღეს რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმმა" გაარკვია, რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ განაცხადა, რომ ერეკლეს გრიპი ჰქონდა, ორჯერ არ გაჰყვა სასწრაფო დახმარების ბრიგადას. „მესამედ უკვე წასაყვანად რომ მოაკითხეს, ორივე თირკმელი გათიშული ჰქონია. ერეკლეს სუსტი თირკმელები ჰქონდა. მახსოვს, თირკმლის გამო კომაშიც კი იყო. არც ვიცი, ორივე სრულყოფილად მუშაობდა თუ არა. ფაქტობრივად, გათიშული წაუყვანიათ და ვერაფერი უშველეს".

ერეკლე ბადურაშვილი ბოლო ოთხი წელია კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. თურქულ მხარესთან ერთად იღებდა ფილმს „ხიდი." გადაღებები ორი წლის წინ დაიწყო და სტამბულში, ბათუმსა და თბილისში მიმდინარეობდა. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე თამაშობს.

"ფეისბუქზე" ბოლო დროს გიო ხუციშვილის ფოტოებს დებდა, აჩემებულად, გიო, ჩვენ ერთად ვართო... როგორც ჩანს, ჰქონდა წინათგრძნობა. მე გარდაცვლილი მეგობრები დამესიზმრნენ წუხელ..." - განაცხადა ცინცქილაძემ "პრაიმტაიმთან".

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×