რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) „გირჩის" დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისი პარტიის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით ნახა, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები Youtube-ზე საჯაროდ იყო განთავსებული, რის შესახებაც მათმა დეპუტატობის კანდიდატმა საჯაროდ განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. ჯაფარიძის თქმით, სანამ ვიდეო წაიშლებოდა, ის 10 000-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა ნანახი.

„გუშინ მთავარი ამბავი იყო, რომ მდინარაძეს შეეშალა და ეკა ბესელიას შესახებ დაწერილი მესიჯბოქსი შეცდომით გაუგზავნა თავად ბესელიას. ამ ამბავზე ერთ-ერთ „გირჩელს" ჰქონდა Coub-ის იდეა და კადრებს რომ ეძებდა, Youtube-ზე შემთხვევით აღმოაჩინა რაღაც შავ-თეთრი ვიდეო. მიხვდა, რომ ეს ფარული ჩანაწერი იქნებოდა. ამის შესახებ „გირჩის" მაჟორიტარმა კანდიდატმა, ჰერმან საბომ „იმედის" ეთერში საჯაროდ განაცხადა. მაგ დროისთვის ვიდეო უკვე ნანახი ჰქონდა 4 000-ზე მეტ ადამიანს, ხოლო სანამ ვიდეოს აიღებდნენ, ის ნანახი ჰქონდა უკვე 10 000-ზე მეტ ადამიანს." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიზემ.

 

ლიბერალი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×