რეზონანსი
28.03.2019

 (რეზონანსი) მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მო­იხ­მარს კა­ნაფს ღა­მის სა­ა­თებ­ში და დი­ლით სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ე­მარ­თე­ბა სამ­სა­ხუ­რის­კენ, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ცხად­დე­ბა კრი­მი­ნა­ლად და ემუქ­რე­ბა 1 წლი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი, ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „გირ­ჩი" „ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

„ორ­შა­ბა­თი­დან ძა­ლა­ში შე­დის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ად­გენს, რომ "ავ­ტო­მო­ბი­ლის, ტრამ­ვა­ის, ტრო­ლე­ი­ბუ­სის, ტრაქ­ტო­რის ან სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ან სხვა ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მარ­თვა - ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე".

ამა­ვე დროს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჩა­მო­ი­ტა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტეს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გენს ადა­მი­ა­ნის ნერ­წყვში ამა თუ იმ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, და რომ ეს ტეს­ტი ად­გენს ადა­მი­ანს მოხ­მა­რე­ბუ­ლი აქვს თუ არა კა­ნა­ფი უკა­ნას­კნე­ლი 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ეს ნიშ­ნავს, რომ ორ­შა­ბა­თი­დან ამ ქვეყ­ნის ათო­ბით ათა­სი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც, სხვა­დას­ხვა რე­გუ­ლა­რო­ბით, მო­იხ­მა­რენ კა­ნაფს ღა­მის სა­ა­თებ­ში (ეს ქმე­დე­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ლე­გა­ლუ­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში) და დი­ლით სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ე­მარ­თე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რის­კენ, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ცხად­დე­ბა კრი­მი­ნა­ლად და თი­თო­ე­ულ მათ­განს ემუქ­რე­ბა 1 წლი­ა­ნი სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლი.

ციხე!

ეს საფრ­თხე გვე­მუქ­რე­ბა ჩვენც, გირ­ჩის წევ­რებს.

და ჩვე­ნი აზ­რით სა­ხელ­მწი­ფოს ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი არის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, ამო­რა­ლუ­რი, არა­მეც­ნი­ე­რუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ში­ში".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×