რეზონანსი
04.04.2019

 კურიოზული ფაქტი მოხდა ოზურგეთში. ავტოსადგურზე მდებარე საზოგადოებრივ საპირფრეშოს მოლარე ქალმა, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობს და ყურადღებას აქცევს მიმდებარე  ტერიტორიას, საღამოს მისული კლიენტი, რომელმაც  „ბუნებრივი მოთხოვნილება  დაიკმაყოფილა“ და ფული არ გადაიხადა, საპირფარეშოში ჩაკეტა.

კურიოზი დღეს საღამოს მოხდა, ავტოსადგურზე,  სადაც სხვადასხვა სოფლის მიმართულებით მიმავალი რამოდენიმე  სამარშუტო ტაქსი დგება. ამ ამბავს, რამოდენიმე ათეული მგზავრიც შეესწრო. მათი ყურადღება, ქალის კივილმა და ჩხუბის ხმამ მიიქცია, გარედან უბრახუნებდა კარს და ლანძღავდა საპირფარეშოში გამომწყვდეულ მამაკაცს:

"არ გადაიხდი და კი იქნები მანდ, მომინდომა უფასოდ "ტუალეტში" სიარული. ეგდე მანდ მთელი ღამე, არ წაიღეს ჩემი ნერვები?" - გაჰკიოდა ქალი ხმით, ბოლოს  კარგა გვარიანადაც შეუკურთხა გამომწყვდეულს და გამწარებულმა კარსაც რამოდენიმეჯერ მიარტყა ფეხი. კურიოზი კი დიდი დავიდარბის და ხალხის ჩარევის შედეგად მსხვერპლის" გათავისუფლებით დასრულდა.

(გურიის მოამბე)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×