რეზონანსი
04.04.2019

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი, ლექტორი თენგიზ ფხალაძე ვრცელ მიმართვას აქვეყნებს:

Эგახსოვთ, ორიოდ დღის წინ, ყველამ (მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც) ვიზეიმეთ/აღვნიშნეთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე. რამდენიმე დღეში 9 აპრილის 30 წლისთავიც მოდის... ჰოდაб სულ ახლახანს, ერთ-ერთ ლექციაზე, საბჭოთა სისტემაზე საუბრისას, სიტყვამ მოიტანა და მეც ვახსენე 9 აპრილი. ამ თემას აუდიტორია სრულიად უემოციოდ შეხვდა. 

- 9 აპრილი, ხომ იცით? - ვიკითხე გაკვირვებულმა. აღმოჩნდა, რომ არ იციან! ზოგიერთს გაგონილი აქვს მხოლოდ! ასევე ზოგს გაუგია, რომ არსებობდნენ გამსახურდია, კოსტავა და.... და სხვა ვერ გაიხსენეს!!! 

- ზვიად გამსახურდიას რამე თუ წაგიკითხავთ?-ვიკითხე მოკრძალებით. 

- არა!

- კოსტავასი?

- არა!

- რის გამო დაიწყო გამოსვლები? - არ იციან!

- აფხაზეთში იყო რაღაც - ამბობს ერთი (ღმერთო, კიდევ კარგი რაღაც გაუგიათ).

- რა იყო?

- მგონი რაღაც კრება ჩატარდა.... რაღაც დოკუმენტი, არა მიმართვა გავრცელდა.... გამოყოფა უნდოდათ.... 

ასე ნაწილ-ნაწილ, ფრაგმეტ-ფრაგმენტ ვცდილობთ რაღაცის ფაზლივით აწყობას. მაგრამ რაც არ იცი, რა უნდა ააწყო, ან გაიხსენო!

ახლაც მიჭირს გადმოგცეთ, რაც იმ წამს განვიცადე. რაის ნატო და რის ევროკავშირი?! საკუთარი ისტორია არ ვიცით! თანაც არა ბაბუაჩემის ბაბუის დროინდელი, არამედ თანამედროვე, სულ ახლახანს მომხდარი! არ ვიცით როგორ და რის ფასად აღვიდგინეთ სახელმწიფოებრიობა. რომ ცივი ომი ჩვენთვის "ცივი" არ ყოფილა და რომ ბევრმა, მათ შორის ამ ლექციაზე მყოფი სტუდენტების ტოლებმა საკუთარი სიცოცხლე გაიღეს ამისათვის! 

დიახ, არ ვიცით! ხოლო ვინც ვიცით, თავის დროზე ალბათ არ ჩავთვალეთ საჭიროდ სათანადოდ გვესწავლებინა ეს ისტორია მათთვის, ვინც უკვე ასე ნანატრ და ძნელადმისაღწევ დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×