(რეზონანსი) 26 წლის გიგი გეგეჭკორი დედა სოციალურ ქსელში წერს :"მიჭირს გიგი დეე, ძალიან მაკლიხარ და მენატრები ჩემო ანგელოზო. არ გასკდა დე ეს გული, როგორ მიცემს უშენოდ მიკვირს. შენთან მინდა დედუ . გთხოვ ჩამიკარი მალე გულში.როგორი თბილი ღიმილი გქონდა , როგორ მენატრება ეგ ღიმილი, როგორ ვსუნთქავ უშენოდ დეე ჩემი გიგი. შენ სიკვდილზე არ ფიქრობდი , პირიქით სიცოცხლე გიყვარდა და გინდოდა სიცოცხლე. ნუ ადანაშაულებ შენს სულს მიყვარხარ და ხარ ჩემს გულში ხარ, ჩემი გიგი" - წერს გიგის დედა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის გიგი გეგეჭკორი 9 მარტს მარტს გაუჩინარდა, 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე