რეზონანსი
11.04.2019

 52 წლის მამაკაცმა საკუთარი საცოლის ძაღლთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. შინაური ცხოველი, მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად მოკვდა. ინციდენტი ორეგონის შტატში, შარშან ნოემბერში მოხდა. პოლიციაში 52 წლის ფიდელ ლოპესის საცოლემ დარეკა.

ლასა აპსოს ჯიშის ძაღლი, სახელად ესტრელა, მისმა პატრონმა დაუყოვნებლივ ექიმთან წაიყვანა. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო, ვეტერინარმა ესტრელას ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩადენილი დანაშაული ფიდელ ლოპესმა მიმდინარე წლის თებერვალში აღიარა. იგი გუშინწინ გაასამართლეს და 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თავისუფლების აღკვეთის გარდა, ლოპესს შინაური ცხოველის ყოლა 15 წლით აეკრძალა. გარდა ამისა, მან ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებაც უნდა გაიაროს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×