რეზონანსი
11.04.2019

 ქალაქში ამოყირავებული მანქანების დანახვას სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.  ექიმმა-კარდიოლოგმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ  იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც ამ აქციას აპროტესტებენ.

"მინდა, ამოტრიალებულ მანქანებზე დავწერო. მე კიდევ უფრო მეტს დავაყენებდი იმიტომ, რომ უამრავი უაზრო ავარიის შედეგი მაქვს ნანახი ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. ერთი დღე მაინც  დარჩით ,,ემერჯენსის” განყოფილებაში ან რეანიმაციაში შეგატარებთ!

ერთი თვის წინ ჩემი ორი ახალგაზრდა ექიმი კინაღამ დაგვეღუპა ავარიაში, მე თავად სასწაულად გადავრჩი. ყველანაირი გაფრთხილების მომხრე ვარ, რაც ადამიან სიკვდილს შეახსენებს და სიცოცხლის ფასს შეაგრძნობინებს. ასეა ეს!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×