სექსუალური უმცირესობების საკითხის ტელეეთერში განხილვას საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტი ბექა ვარდოსანიძე აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს თანდართული ვიდეოთი, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ფრაგმენტია.
"9 აპრილის მემორიალზე მოცეკვავე ლგბტ აქტივისტმა ანა სუბელიანმა ნანუკას შოუში პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა რა გეგმები აქვთ!
პირდაპირ აღიარება გააკეთა, რომ ბავშვებს ელაპრაკებიან რაიონებში გენდერულ იდეოლოგიაზე და ასე შემდეგ!
და სწორედ ეს არის მათი მიზანი რომ ბავშვებს დაუბინდონ გონება და თვითონ გააკეთონ არჩევანი რომელი სქესი უნდათო!!!
სწორედ ასეთი აქტივისტობის გამო ბრიტანეთში 4000%-ით გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც სქესის შეცვლას ითხოვენ. ბრიტანეთის საბავშვო ბაღებში ბავშვებს უკითხავენ წიგნებს, სადაც ტრანსგენდერობა ნორმალურ მდგომარეობად არის წარმოჩენილი.
ექსპერტები აფრთხილებენ, რომ უზარმაზარი დინება, ნაწილობრივ, გამოწვეულია ტრანსსექსუალური საკითხების პროპაგანდის გამო სკოლებში, რომლებიც გამოიწვევს მოზარდების დაეჭვებას და ”მათ გონებაში ობობის ქსელს”, – წერს ბექა ვარდოსანიძე.
(2020news)
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე