(რეზონანსი) ცნობილ ბერძენ ტელევარსკვლავს, პოპულარული თოქ-შოუს ავტორს, ტატიანა სტეფანიდუსს ქართველ დამხმარე ქალი ემსახურება.
დასაქმების ოფისის მფლობელი პანაიოტის ადამსი ბერძნულ მედიასთან რამდენიმე ცნობილ ადამიანზე და მათ დამხმარე ქალებზე საუბრობს. ის ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართველ და ფილიპინელ ქალებზე.
"ტატიანა სტეფანიდუს ქართველი ქალი ეხმარება, რომელიც ზრუნავს როგორც ბავშვებზე, ასევე სახლზე. ამისთვის 1.000 ევროს იღებს და როგორც ადამსი ამბობს, ძალიან ბევრ საჩუქარს სტეფანიდუსგან, ხელფასის გარდა. მისი მეუღლე, ნიკოს ევანგელატოსი განსაკუთრებით პრეტენზიულია, რადგან მას სურს, რომ მისი სახლი მუდმივად ბრწყინავდეს", - წერს პანაიოტის ადამსზე დაყრდნობით პრესა.
"პრაიმტაიმი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე