ზალიკო ბერგერმა "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სუხიშვილების მოცეკვავე, თეა დარჩიას აფასებს და ტელეკონკურსებში მის დაუფასებლობაზე საუბრობს. ვის გულისხმობდა აღნიშნულ ვიდეოში ბერგერი არ ასახელებს, თუმცა ეჭვი "ცეკვავენ ვარსკვლავებზეა", რომელშიც ამ 6 წლის წინ დარჩია მონაწილეობდა.
„გოგო, რომ ასე ცეკვავს და საქართველოში ასეთი გოგო არსებობს მე შ****ი ყველა კონკურსს და ყველა სატანააბრაზნი ცოლ-ქმარს, ვინც ის ჟიურიში დასვა... ასეთი მოცეკვავე, რომ იყოს მე არ მინახავს", - თქვა ბერგერმა.
შეგახსენებთ, თეა დარჩია პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ 2013 წელს მონაწილეობდა. მისმა პროექტიდან წასვლამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოცეკვავემ თავისი გადაწყვეტილება ორსულობით ახსნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე