თამთა ჩაჩანიძე
21.04.2019

 შრი ლანკაზე, კათოლიკური აღდგომის დღესასწაულზე, კათოლიკურ ეკლესიებსა და სასტუმროებში 8 აფეთქება მოხდა. დაღუპულია 180 ადამიანზე მეტი. შრი ლანკის პოლიციის თქმით, აფეთქებების სერია დაიწყო ადგილობრივი დროით 8:40-ზე დაიწყო.

აფეთქებები მოხდა ლუქსის კლასის 3 სასტუმროში და დედაქალაქ კოლომბოს მთავარ კათოლიკურ ეკლესიაში. გარდა ამისა, რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა დედაქალაქის გარეუბნებში მდებარე კათოლიკურ ეკლესიებთან ახლოს აფეთქდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა შორის 35 ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუმცა, ადგილობრივ პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია ეს ქვეყნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×