რეზონანსი
29.04.2019

 ფილმა "შურისმაძიებლები: დასასრული" პრემიერის შემდეგ პირველ შაბათ-კვირას მსოფლიო კინოგაქირავებიდან 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" კომპანია "უოლტ დისნეი კომპანზე" დაყრდნობით ავრცელებს.

ვებგვერდ Box Office Mojo-ს მონაცემების მიხედვით, წინა რეკორდი ეკუთვნის ფილმს "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი", მაშინ ფილმმა პირველ შაბათ-კვირას მსოფლიო გაქირავებიდან 640 მილიონი დოლარი მიიღო.

"ბუმბერგის" გათვლებით, ფილმის მთლიანი მოგება შესაძლოა 2.5 მილიარდ დოლარამდე იყოს. ამაზე მეტი თანხა ისტორიაში მხოლოდ ერთ ფილმს აქვს მიღებული - 2009 წელს "ავატარმა" მსოფლიო კინოგაქირავებიდან 2,788 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×