ჟურნალისტი და სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ლალი მოროშკინა შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
"კლასიკური სცენარი ვითარდება გარეჯში (ვისაც გვახსოვს, როგორ იწყებოდა აფხაზეთი), ახლა ჩავალთ გასაპროტესტებლად, ერთ-ორს დამიზნებით მოკლავენ და ომში ვართ!
ფრთხილად, ჩვენი განახევრებული პოპულაცია ომს ვეღარ გადაიტანს! და კიდევ უნდა გვახსოვდეს, სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს კეთილმოსურნე მეზობელი! ჩვენ არ ვართ შვეიცარია, რომ ნეიტრალიტეტის ფუფუნება გვქონდეს! ყველას ჩვენი მიწა უნდა!!! უკლებლივ ყველას!
ამიტომ ფრთხილად! ყველა მხრიდან გვიტევენ! არ არსებობს სპონტანურად ამდენი ცხელი კერა ჩნდებოდეს!
არ დამიწყოთ ახლა "ფეისბუქლომობა", კარგად მახსოვს, თქვენნაირები სად იმალებოდნენ ყველა ომის დროს!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე