რეზონანსი
04.05.2019

 "ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე  შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"SOS! SOS! SOS! ახლახანს მესაუბრა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი (კაცური სიტყვა მივეცი, რომ არ ვიტყვი სახელს). მან მითხრა, რომ არის მუდმივი, არნახული საერთაშორისო ზეწოლა და ხელისუფლება ყველა ძალას გამოიყენებს, რომ გეი-აღლუმი ჩატარდესო! თქვენი რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით დარბევა რომ დაგვჭირდეს, უნდა დაგარბიოთო! თქვენი დაპატიმრება რომ დაგვჭირდეს, წინასწარ უნდა დაგაპატიმროთო! მინიმალური შანსი არ არის, რომ ლგბტ-პრაიდი ჩაგაშლევინოთო! მომთხოვა, რომ უკან დაგვეხია და საფრთხეში არ ჩაგვეგდო თავი! ჩემი პასუხი იყო ლაკონური: სულ 100 კაცი რომ დავრჩეთ, გეი-აღლუმს ვერ ჩაატარებენ, ახლა გინდა დაგვიჭირეთ და გინდაც დაგვარბიეთ-თქო!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×