უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ნატოში გაგზავნა წერილი რუსული პასპორტების უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონონოდ დარიგებასთან დაკავშირებით, სადაც ის რუსეთზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს.
ოფიციალურ კიევს იმედი აქვს, რომ ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ოფიციალური კიევის მოთხოვნებს და რუსეთზე სასანქციო წნეხს გაზრდის.
ამავე უკრაინის დევნილთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ დონბასში რუსეთის მიერ გაცემული რუსული პასპორტები ბათილია.
" უკრაინის მხრიდან არ იქნება აღიარებული, რუსეთის ფედერაციის რიგი უფლებამოსილი ორგანოების მიერ,უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსეთის პასპორტები."- აცხადებს მინისტრი.
"კრემლი გააგრძელებს რუსული პასპორტების დარიგებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ რუსული პასპორტები, რომელიც პრეზიდენტ ვცლადიმირ პუტინის განკარგულებით გაიცემა." -აცხადებს პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე.
დონბასში რუსული პასპორტების დარიგება 3 მაისს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების მოსახლეობა დაახლოებით 3.7 მილიონ ადამიანს შეადგენს.