ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო თანახმაა ქვეყანაში არსებული კრიზისის დასარეგულირებლად აშშ-ს სამხედრო დახმარება მიიღოს. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ამერიკის ამ შესაძლო ნაბიჯის საპასუხოდ გულგრილი არ იქნება.
ირაკლი მენაღარიშვილი: რუსეთმა ვენესუელაში სიტუაციის შესანარჩუნებლად უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგა,შეიარაღებული დაჯგუფების გაგზავნით და გარკვეული სამხედრო დახმარების გაძლიერებით ნიკოლას მადუროს ხელისუფლების მიმართ.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, აშშს მიერ სამხედრო ძალების შეყვანის შემთხვევაში, დაუპირისპირდება თუ არა ღიად რუსეთი ამერიკას?
ი.მ: არა მგონია, რომ საქმე იქამდე მივიდეს, რომ რუსეთმა გაბედოს ამერიკის კონტინენტზე ამერიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გამართვა, თუმცა გამორიცხული არაფერია
"რ": თქვენი აზრით,სირიის სცენარი ხომ არ განმეორდება?
ი.მ: რა მხრივ განვითრდება მოვლენები ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია, მაგრამ ის მასობრივი აღსფოთება, რომელიც მოსახლეობის მხრიდან გამოიხატა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა ამ მხრივ ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.